კომპანიის შესახებ

Insuranceshop.ge კომპანია “დიჯილაბის” ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიური პროექტია. მისი მიზანი ბაზარზე არსებული ყველა სადაზღვევო პროდუქტის ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე შეთავაზებაა. დაზღვევა რთული და კომპლექსური პროდუქტია, Insuranceshop-ის ელექტრონული პლატფორმა კი მომხმარებელს მაქსიმალურად უმარტივებს სხვადასხვა კომპანიის პროდუქტების შედარების, შერჩევის, განაცხადის შევსების, შეძენის და პრემიის გადახდის პროცესებს, ისევე როგორც თავად სერვისის ხელმისაწვდომობას. პორტალი საშუალებას აძლევს მომხმარებელს 24/7 რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს სასურველი სადაზღვევო პოლისი. Insuranceshop.ge-ის მაღალკვალიფიციური კონსულტანტები კი ნებისმიერი სახის სადაზღვევო კონსულტაციას უზრუნველყოფენ. 



კორპორაციულ კლიენტებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ორგანიზაციებს, პორტალი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ოფისიდან გაუსვლელად, მიიღონ სასურველი სადაზღვევო კომპანიების ინდივიდუალური შეთავაზებები. პორტალის ანალიტიკა საშუალებას აძლევს მომხმარებელს, უკვე დამუშავებული ინფორმაცია და სხვადასხვა შეთავაზებების შედარებითი ანალიზი მიიღოს. პორტალის კონსულტანტები კი მომხმარებლის კითხვებზე პასუხებს და სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმებაში დახმარებას უზრუნველყოფენ. 



Insuranceshop.ge-ის ერთ-ერთი გამორჩეული და ქართული ბაზრისთვის ასევე უნიკალური პროდუქტია იურიდიული პოლისი, რომელიც განკუთვნილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. იურიდიული პოლისი უზრუნველყოფს კონკრეტულ სადაზღვევო პოლისთან/ებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის იურიდიული მომსახურების გაწევას. ეს ითვალისწინებს, როგორც სადაზღვევო შემთხვევის დროს იურიდიულ კონსულტაციას, სადაზღევევო კომპანიასთან წარმოშობილი უთანხმოების დარეგულირებას, სასამართლო სარჩელის მომზადებას, კლიენტის ინტერესების სასამართლოში წარმოდგენას, ასევე სხვა პროფესიულ იურიდიულ კონსულტაციას. 



იურიდიული პოლისი Insuranceshop-ის და იურიდიული კომპანია GLCC ერთობლივი პროდუქტია და ექსკლუზიურად იყიდება მხოლოდ insuranceshop.ge პორტალზე. პოლისის შეძენა შეუძლიათ კერძო პირებს და ორგანიზაციებს, როგორც არსებულ, ისე ახლადშეძენილ სადაზღვევო პოლისებთან ბმაში. 



Insuranceshop.ge მჭიდროდ თანამშრომლობს ბაზრის წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის არიან: ალდაგი, არდი, იმედი ლ, ირაო, პსპ, უნისონი, ჯიპიაი და სხვა. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით. ჩვენი მიზანია უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა შევთავაზოთ მომხმარებლებს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, რაც გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, დაზოგავს მათ დროს და ფინანსურ რესურსს.