ვებ-გვერდით სარგებლობის პირობები

  1. 1. მომხმარებელი, ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე პირობებს (შემდგომში „პირობები“).
  2. 2. მომხმარებლის ელექტრონულ ხელმოწერას ენიჭება მატერიალური ხელმოწერის იურიდიული ძალა.
  3. 3. მომხმარებელი ვალდებულია:
    • ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი, რეალური და საკუთარი მონაცემები. რეგისტრაციის დროს ან/და შემდგომ აკრძალულია სხვა პიროვნების ან/და არარსებული მონაცემების მითითება. წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
    • მომავალში რომელიმე სარეგისტრაციო მონაცემის შეცვლის/დამატების შემთხვევაში დროულად მოახდინოს ვებ-გვერდზე ამ ინფორმაციის რედაქტირება.
    • არ გადასცეს მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს, გარდა რწმუნებულისა.
    • არ შელახოს ვებ-გვერდის ან/და ადმინისტრაციის საქმიანი რეპუტაცია
    • დაიცვას ვებ-გვერდით სარგებლობის წესები
    • პასუხი აგოს მისი მხრიდნ გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე
  4. 4. მომხმარებელი ცნობად იღებს და გასცემს თანხმობას მასზედ, რომ:
    • ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მომხმარებლის სარეგისტრაციო მონაცემების, ასევე მომხმარებლის მიერ ელექტრონული ან სხვა ფორმით მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის დაზღვევის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის) მიღებასა და დამუშავებაზე.
    • ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ვებ-გვერდის ადმინისტრირებისას მომხმარებელზე მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის დაზღვევის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაცია) საჭირო ფორმით და სიხშირით მიაწოდოს სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებლის მიერ შერჩეული სადაზღვევო პროდუქტის/პირობების მოძიების/შეძენის ან სხვა ნებისმიერი სადაზღვევო პროდუქტის/პირობების მომხმარებლისათვის შეთავაზების მიზნით. ასევე ისარგებლოს მომხმარებლის წარმომადგენლობითი უფლებით, რათა შეთანხმდეს მომხმარებლისათვის სასურველი სადაზღვევო პირობები.
    • ადმინისტრაცია უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ მომხმარებლისაგან მოითხოვოს ინფრომაციის დაზუსტება, შეცვლა, დამატება, შეუზღუდოს მომხარებელს ვებ-გვერდით სარგებლობა ან/და მოახდინოს მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმება იმ შემთხვევაში თუ: ა) მომხმარებელი მიუთითებს არასწორ ინფორმაციას ან/და არ მოახდენს ინფრომაციის განახლებას; ბ) თუ მომხმარებელი ლახავს ვებ-გვერდის ან/და ადმინისტრაციის საქმიან რეპუტაციას; გ) თუ მომხმარებელი უხეშად არღვევს ვებ-გვერდის მოხმარების წესებს ან/და ხელს უშლის ადმინისტრაციას საქმიანობის განხირციელებაში; დ) სხვა დასაბუთებული მიზეზით ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე.
    • ვებ-გვერდი უზრუნველყოფს მომხმარებლის სადაზღვევო პროდუქტებთან ხელმისაწვდომობას მაქსიმალურად ეფექტური და მოსახერხებელი გზით. ადმინისტრაცია ვერ გაუწევს რეკომენდაციას კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის ან პროდუქტის უპირატესობასთან (ან პირიქით) დაკავშირებით. მომხმარებელი არჩევანს აკეთებს საკუთარი შეხედულებით.
    • ვებ-გვერდით მოსარგებლე სადაზღვევო კომპანიებთან ადმინისტრაციას აქვს გაფორმებული საბროკერო ხელშეკრულებები შესაბამისი ფინანსური პირობებით. მომხმარებელს ვებ-ვერდით სარგებლობისათვის არ ეკისრება არანაირი დამატებითი ფულადი ვალდებულება.
    • მომხმარებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეები გამოდიან დამოუკიდებლად და ადმინისტრაციას არ ეკისრება არანაირი ვალდებულება ან/და პასუხისმგებლობა. გამონაკლისია შემთხვევა, როცა მომხმარებელი სადაზღვევო პრემიას იხდის ადმინისტრაციის ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია, იმოქმედოს სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული საბროკერო შეთანხმების ფარგლებში.
  5. 5. ადმინისტრაცია ვალდებულია: • ბოროტად არ ისარგებლოს მომხმარებლის მიერ მინიჭებული დნობით და მიწოდებული ინფორმაციით. 
  6. • არ შელახოს მომხმარებლის კანონიერი ინტერესები.
    • შესაძლებლობის ფარგლებში მომხმარებლებისათვის უზრუნველყოს ვებ-გვერდით მაქსიმალურად კონფორტულად და ეფექტიანად სარგებლობა.
    • პასუხი აგოს მომხმარებლისათვის მიყენებულ ზიანზე.
  7. წინამდებარე პირობები ძალაშია მომხმარებლის მიერ მასზე ელექტრონული ფორმით დათანხმებისა და სარეგისტრაციო პროცედურების დასრულებისთანავე და მოქმედებს მომხმარებლის რეგისტრაციის ვადით.
  8. ნებისმიერი ცვლილება/დამატება, როგორც ამ ასევე ვებ-გვერდით სარგებლობის სხვა პირობებში მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფორმით. ცვლილება/დამატება ავტომატურად ითვლება ძალაში შესულად და მომხმარებლის მიერ მიღებულად, რაც დასტურდება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შენარჩუნებით.